ავტორიზაცია

ჟირონასთან მიღებული ტრავმის შემდეგ რამდენ ხანს იუქმებს კვარაცხელია?

ჟირონასთან მიღებული ტრავმის შემდეგ რამდენ ხანს იუქმებს კვარაცხელია?
თარიღი 03 Aug 2023, 15:52
ესპანურ "ჟირონასთან" ამხანაგურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლის ტრავმა მიიღო.

ამის გამო ქართველ გარემერბს პენალტების სერიაში არ მიუღია მონაწილეობა. კვარამ მოედანი კოჭლობით, სახვევით და ყინულებით დატოვა. 

როგორც ირკვევა კვარაცხელიას რამდენიმე დღე იძულებითი დასვენება მოუწევს.

"ნაპოლის" ვებ-გვერდის ცნობით, ხვიჩას დღეს თერაპია ჩაუტარდა მტკივან მუხლზე. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ მას დღეს არ უვარჯიშია და რამდენიმე დღე დასვენება მოუწევს.

22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა მარცხენა მუხლი დაიზიანა, რის გამოც სავარაუდოდ, 6 აგვისტოს, "აუგსბურგთან" მოედანზე ვერ გავა.