ოფიციალურად: მანუელ ლანზინი რივერ პლეიტის ფეხბურთელია
არგენტინელი ნახევარმცველი მანუელ ლანზინი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლონდონის "ვესტ ჰემი" დატოვა, სამშობლოში დაბრუნდა.
30 წლის ფეხბურთელი "რივერ პლეიტს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ამის შესახებ არგენტინული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ ლანზინი "რივერ პლეიტის" აკადემიის აღზრდილია. მანუელმა არგენტინული გრანდი 2014 წელს დატოვა, რის შემდეგაც ნახევარმცველმა "ალ ჯაზირასა" და "ვესტ ჰემში" ითამაშა.
გასულ სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.