ახალი სეზონიდან, ლა ლიგის მატჩებს დრო დაახლოებით ისე დაემატება, როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი სეზონიდან ლა ლიგაში მატჩისთვის კომპენსირებული დრო გაიზრდება.
COPE-ს ინფორმაციით, 2023/24-სეზონიდან, ყველა გოლისთვის მატჩს თითო წუთი დაემატება. ყველა ცვლილებისთვის არბიტრი დაახლოებით 30 წამს დაამატებს. გარდა ამისა, მკაცრად გაკონტროლდება ყველანაირი დროის გაწელვის ან გაყვანის მცდელობები.
სავარაუდოდ, ეს ცვლილებები მატჩისთვის კომპენსირებულ დროს გაზრდის და თითო თამაშზე 10 ან მეტი წუთი იქნება ხოლმე დამატებული, როგორც ეს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ.
იგივე ცვლილება რამდენიმე კვირის წინ პრემიერ ლიგამაც დაადასტურა.