ავტორიზაცია

ბაიერნი და კეინი: ტოტენჰემმა მიუნხენელებს პასუხი შუაღამემდე უნდა გასცეს

ბაიერნი და კეინი: ტოტენჰემმა მიუნხენელებს პასუხი შუაღამემდე უნდა გასცეს
თარიღი 04 აგვ 2023, 17:18
"ბაიერნი" არ აპირებს ზაფხულის დარჩენილი პერიოდი ჰარი კეინს ელოდოს. 

The Telegraph-ის ცნობით, მიუნხენელებმა დაადგინეს ვადა - "ტოტენჰემმა" 30 წლის თავდამსხმელზე არსებულ უახლეს შეთავაზებას შუაღამემდე უნდა უპასუხოს.

თუ სპურსი შემოთავაზებაზე არ უპასუხებს ან უარს იტყვის შაბათის შუადღის დაწყებამდე, მაშინ "ბაიერნი" სხვა კანდიდატებზე გადავა.

"ტოტენჰემთან" კეინის მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი და ფეხბურთელი მის განახლებას არ გეგმავს.