ავტორიზაცია

ენრიკეს უნდა, რომ მბაპე ათამაშოს, მაგრამ პსჟ-ს პრეზიდენტი პოზიციას არ ცვლის

ენრიკეს უნდა, რომ მბაპე ათამაშოს, მაგრამ პსჟ-ს პრეზიდენტი პოზიციას არ ცვლის
თარიღი 05 Aug 2023, 22:20
ლუის ენრიკეს უნდა, რომ კილიან მბაპემ „პსჟ-ში“ ითამაშოს.

RMC Sport-ის ინფორმაციით, პარიზულ კლუბში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, შეიყვანენ თუ არა მბაპეს ლიგა 1-ს პირველი ტურის განაცხადში. „პსჟ“ 12 აგვისტოს „ლორიანს“ დაუპირისპირდება.

მბაპე მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება და „პსჟ-ს“ მისი უფასოდ დაკარგვა არ სურს, ამიტომ ფეხბურთელს ან კონტრაქტის გახანგრძლივებას, ან წელსვე წასვლას სთავაზობს. იქამდე კი, სანამ სიტუაცია გაირკვევა, ის ტრანსფერზეა დაყენებული და საერთო ჯგუფისგან განცალკევებით ვარჯიშობს.

პარიზელთა პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, საქმის კურსშია, რომ ლუის ენრიკე უკმაყოფილოა შექმნილი ვითარებით, მაგრამ თავის პოზიციას არ თმობს.