ფაბრიციო რომანო: პსჟ-მ მბაპეს რამდენიმე დღის წინ ახალი კონტრაქტი შესთავაზა გაისად გაყიდვის პირობით, ფეხბურთელის პასუხი უცვლელია
„პარი სენ-ჟერმენმა“ რამდენიმე დღის წინ კილიან მბაპესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სცადა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარიზული კლუბი ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებას სთავაზობდა, იმ პირობით, რომ მომავალ ზაფხულს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაყიდიდა.
თუმცა, მბაპეს პასუხი კვლავ უცვლელი რჩება, მან „პსჟ-ს“ მოჭრით უპასუხა, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
პარიზში დარწმუნებულები არიან, რომ მბაპეს 2024-ში „რეალში“ წასვლა სურს, რათა უფასოდ მისვლისთვის მადრიდელებისგანაც მსუყე ბონუსი მიიღოს.
კვლავ უცვლელი რჩება „რეალის“ პოზიცია - ჯერ გასარკვევია, რას მოიმოქმედებენ მადრიდელები: ეცდებიან ფეხბურთელის ამ ზაფხულსვე შეძენას, თუ მომავალ ზაფხულს დაელოდებიან.
უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ ორშაბათს გაირკვევა, რას გადაწყვეტს „პსჟ“ მბაპეს ვარჯიშთან დაკავშირებით: დააბრუნებენ საერთო ჯგუფში, თუ კვლავ ტრანსფერზე დაყენებულ ფეხბურთელებთან ერთად გააგრძელებინებენ ვარჯიშს.