ავტორიზაცია

რომა არნაუტოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება

რომა არნაუტოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 06 აგვ 2023, 11:54
34 წლის ავსტრიელ თავდამსხმელს მარკო არნაუტოვიჩმა შესაძლოა კარიერა "ბოლონიას" შემდეგ სხვა იტალიურ კლუბში გააგრძელოს. 

როგორც ჟურნალისტმა ნიკოლო 
სკირა იუწყება, ფეხბურთელის მომსახურებით დედაქალაქური "რომა" იჩენს ინტერესს.

რომაული კლუბის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამ გარიგების ინიციატორია. მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე გამართეს და ორწლიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

არნაუტოვიჩი "ბოლონიაში" 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულების ვადა 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.

გასულ სეზონში თავდამსხმელმა სერია A-ში 21 მატჩში ათი გოლი გაიტანა.