ნაპოლის პოლონელმა ფეხბურთელმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს
"ნაპოლის" ნახევარმცველმა, პიოტრ ზიელინსკიმ შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.
როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იტყობინება, ნახევარმცველის ტრანსფერით "ალ-აჰლი" ინტერესდება.
საუდის არაბეთის კლუბმა ნეაპოლელებს პოლონელი ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე შესთავაზება გაუგზავნა. "ალ-აჰლი" უახლოეს მომავალში გეგმავს გარიგების დასრულებას.
პიოტრს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში ნახევარმცველმა "ნაპოლის" შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა გააკეთა.