ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ შესაძლოა იაპონელი ფეხბურთელი დაიმატოს

მანჩესტერ სიტიმ შესაძლოა იაპონელი ფეხბურთელი დაიმატოს
თარიღი 06 Aug 2023, 11:59
იაპონელი ნახევარმცველი კაორუ მიტომა, რომელიც "ბრაიტონს" ეკუთვნის, შესაძლოა სხვა ინგლისურ კლუბში გადავიდეს.

ინსაიდერის ეკრემ კონურის ინფორმაციით, ნახევარმცველის მომსახურებით მანჩესტერ "სიტია" დაინტერესებული. 

მანამდე "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მიტომზე ისაუბრა და მას საყვარელ აზიელი ფეხბურთელი უწოდა.

26 წლის მოთამაშე "ბრაიტონში" 2021 წლის აგვისტოდან თამაშობს. კაორუს შრომითი ხელშეკრულების ვადა 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირრბს.

გასულ სეზონში მიტომამ პრემიერ ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.