ავტორიზაცია

არასაკმარისი დასაკმაყოფილებლად, საკმარისი ქაოსისთვის - პარიზული პრესის აზრით, რეალი თამაშს თამაშობს

არასაკმარისი დასაკმაყოფილებლად, საკმარისი ქაოსისთვის - პარიზული პრესის აზრით, რეალი თამაშს თამაშობს
თარიღი 07 აგვ 2023, 00:45
L’Equipe-ს ინფორმაციით, მბაპეს სატრანსფერო საგაში „რეალი“ თავის თამაშობს თამაშობს.

პარიზული პრესა წერს, რომ „რეალს“ სურს, მბაპემ საჯაროდ გამოაცხადოს, რომ „პსჟ-ს“ დატოვება წელსვე უნდა. ამის შემდეგ, კლუბი შეთავაზებას გააკეთებს.

გარდა ამისა, პარიზში ფიქრობენ, რომ ამის გარეშეც, „რეალი“ მბაპეს თაობაზე აგვისტოს ბოლოს გააკეთებს შეთავაზებას, რომელიც არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს, მაგრამ საკმარის ხმაურს შექმნის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს.

ამ გაურკვევლობის ფონზე, „პსჟ“ მბაპეს საერთო ჯგუფში დაბრუნების ვარიანტს ჯერჯერობით არც განიხილავს.