ავტორიზაცია

𝐇𝐄𝐑𝐄 𝐖𝐄 𝐆𝐎! ანდრეს ინიესტას ახალი კლუბი ცნობილია

𝐇𝐄𝐑𝐄 𝐖𝐄 𝐆𝐎! ანდრეს ინიესტას ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 07 აგვ 2023, 22:45
მიუხედავად იმისა, რომ „ინტერ მაიამიში“ მის ტრანსფერზე საკმაოდ ბევრი იწერებოდა, ანდრეს ინიესტა კარიერას ყატარში გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელის ახალი კლუბი „ემირეითსი“ გახდება გაერთიანებული საემირო ემირატებიდან.

ინიესტა ხვალ დილით დუბაიში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

ცნობისთვის, ხელშეკრულება 2025-წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობასაც გაითვალისწინებს.