ავტორიზაცია

ჩელსი ნეიმარის ტრანსფერით ინტერესდება და ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო

ჩელსი ნეიმარის ტრანსფერით ინტერესდება და ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო
თარიღი 08 აგვ 2023, 12:02
ბრაზილიის ნაკრებისა და "პსჟ"-ს თავდამსხმელს ნეიმარს პრემიერ ლიგაში კარიერის გაგრძელების ვარიანტი აქვს. 

ტაბლოიდი Daily Mail-ის ცნობით, "ჩელსი" 31 წლის ფეხბურთელის შეძენით არის დაინტერესებული.

"არისტოკრატების" ხელმძღვანელობამ ნეიმართან პოტენციურ ტრანსფერზე მოლაპარაკება უკვე დაიწყო. ბრაზილიელს პარიზელებთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

გასულ სეზონში ბრაზილიელმა საფრანგეთის ჩემპიონატის 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.