ბერნარდო სილვა მანჩესტერ სიტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა
მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი ბერნარდო სილვა ხოსეპ გვარდიოლას გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.
როგორც სოციალურ ქსელში ინსაიდერი ნიკოლო სკირა წერს, 28 წლის პორტუგალიელს ახალი კონტრაქტის მიხედვით ხელფასის არსებითი ზრდა ექნება.
სილვას ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე იქნება გათვლილი. "ქალაქელების" მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა პორტუგალიელს თავისი გუნდის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ მიიჩნევს.
ბერნარდო მანჩესტერ "სიტიში" 2017 წლიდან არის და მას შემდეგ კლუბთან ერთად პრემიერ ლიგის 5 ტიტული და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.