ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ცნობილია

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ცნობილია
თარიღი 08 Aug 2023, 14:25
გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები G ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები სერბეთის, ფინეთისა და დანიის ნაკრებები იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ ფინეთი მომდევნო ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და შესარჩევ ციკლში ფორმალურად გამოდის. ამრიგად, საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ფინეთის გარდა, კიდევ ორი გუნდი გავა.