ვინ შეცვლის კურტუას? მადრიდის რეალი ახალი მეკარის ტრანსფერზე მუშაობის დაწყებას გეგმავს
მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბელგიელმა მეკარემ ტიბო კურტუამ მუხლზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. მოთამაშეს ოპერაცია ჩაუტარდება.
გამოცდილ მეკარეს შესაძლოა მთელი სეზონი გაუცდეს, უკეთეს შემთხვევაში კი აპრილში დაბრუნდეს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, "სამეფო კლუბი" მზადაა ახალი მეკარის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს.
ვინ შეიძლება დაიმატოს მადრიდის "რეალმა"?
ერთ-ერთი გამოკვეთილი ვარიანტი შესაძლოა დავიდ დე ხეა იყოს, რომლის ტრანსფერამდე "ბლანკოსს" რამდენიმე წლის წინ ცოტაა დააკლდა. 32 წლის მეკარე ამჟამად თავისუფალი აგენტია და მისი ტრანსფერი სურვილის შემთხვევაში რთულად განსახორციელებელი არ იქნება.
კიდევ ერთი ვარიანტი, "ჩელსის" 28 წლის მეკარე კეპა არისაბალაგა იყოს, რომლის იჯარით დამატებას "სამეფო" კლუბი განიხილავს.
"სევილიას" მაროკოლი მეკარე ბონო ზაფხულის სატრანაფერო ფანჯარაზე არაერთ კლუბს დაუკავშირეს. კარლო ანჩელოტის გუნდმა ბელგიელის შემცვლელად შეიძლება 33 წლის მეკარეც განიხილოს.