მიუხედავად იმისა, რომ კლუბებს შორის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმება შედგა, კეინი ტოტენჰემში დარჩენისკენაა მიდრეკილი

მიუხედავად იმისა, რომ მიუხენის "ბაიერნსა" და "ტოტენჰემს" შორის ჰარი კეინის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმება შედგა, ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
Sky Sports-ის ცნობით, სულ უფრო სავარაუდოა, რომ თავდამსხმელი ჰარი კეინი "ტოტენჰემში" დარჩება. ამის შესახებ კი მიუხენურმა კლუბმაც იცის.
ამ ეტაპზე ტრანსფერის განხორციელების და ჩავარდნის შანსები 50:50-ზეა.
პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩი "ტოტენჰემი" კვირას, 13 აგვისტოს გაიმართება. ანჟე პოსტეკოღლუს გუნდი სტუმრად "ბრენტფორდს" დაუპირისპირდება.