ნეიმარი პსჟ-ს ტოვებს - ბრაზილიელს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის.
როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება, 31 წლის ბრაზილიელი და პარიზული კლუბი ამჟამად მუშაობენ გამოსავლის პოვნაზე, რომელიც საშუალებას მისცემს მათ რაც შეიძლება მალე დაშორდნენ.
აღსანიშნავია, რომ ნეიმარს აქვს შემოთავაზებები "ალ-ჰილალიდან" და MLS-დან. რაც შეეხება "ბარსელონას", კატალონიურ კლუბს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ეცდება თუ არა ბრაზილიელის დაბრუნებას.
აღსანიშნავია, რომ ნეიმარს აქვს შემოთავაზებები "ალ-ჰილალიდან" და MLS-დან. რაც შეეხება "ბარსელონას", კატალონიურ კლუბს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ეცდება თუ არა ბრაზილიელის დაბრუნებას.