ბევრად კარგი შეთავაზება მიიღო - ჰარი კეინი ბაიერნისთვის უარის თქმას აპირებს?!
როგორც ცნობილია, დღეს მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „ტოტენჰემს“ ჰარი კეინის ფასზე შეუთანხმდა.
მიუნხენურმა კლუბმა „დეზებს“ 100 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზა და ლონდონელებისგან თანხმობა მიიღო, ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელის ხელშია.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ამასობაში, კეინს ერთი დაუსახელებელი კლუბი დაუკავშირდა და 2024-ში, უფასოდ გადმოსვლისთვის გაცილებით კარგი კონტრაქტი შესთავაზა, ვიდრე ახლა „ბაიერნი“ სთავაზობს.
სწორედ ამის გამო, ფეხბურთელი წელს ინგლისში დარჩენისკენაა მიდრეკილი, რათა გაისად უფასოდ დატოვოს „ტოტენჰემი“ და ამ „დაუსახელებელი“ გუნდისგან სარფიან კონტრაქტსაც გამოჰკრას ხელი.