კეინმა ბაიერნში სამედიცინო შემოწმების გავლის ნებართვა მიიღო
ინგლისის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მიუნხენის "ბაიერნში" სამედიცინო შემოწმების ნებართვა მიიღო, იტყობინება Bild.
"სპურსის" ხელმძღვანელობამ 30 წლის თავდამსხმელს თანხმობა მისცა. ამ დროისთვის გერმანული მხარე ტრანსფერის ბოლო დეტალებზე მუშაობს.
გუშინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაიერნი" თავდამსხმელის ტრანსფერზე "ტოტენჰემს" შეუთანხმდა. ტრანზაქციის თანხა დაახლოებით 100 მილიონი ევრო იქნება.
გასულ სეზონში ჰარიმ 49 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 32 გოლი გაიტანა.