ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, რატომ აუკრძალა ტოტენჰემმა კეინს მიუნხენში გაფრენა

ცნობილი გახდა, რატომ აუკრძალა ტოტენჰემმა კეინს მიუნხენში გაფრენა
თარიღი 11 Aug 2023, 12:24
"ტოტენჰემმა" თავდამსხმელ ჰარი კეინს მიუნხენში ფრენა აუკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელმა მანამდე მწვანე შუქი მიიღო.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ აკრძალვის მიზეზი იყო სპურსის პრეზიდენტის დანიელ ლევის სურვილი ტრანსფერის მცირე დეტალი შეეცვალა.

როგორც კი ყველა დეტალი მოგვარდება, კეინს მიუნხენში ფრენის უფლებას მისცემს.

გასულ სეზონში კეინმა პრემიერ ლიგაში 30 გოლი გაიტანა.