ავტორიზაცია

ლუის ენრიკემ დაადასტურა, რომ მბაპე ლიგა 1-ის პირველ ტურში ლორიენთან არ ითამაშებს

ლუის ენრიკემ დაადასტურა, რომ მბაპე ლიგა 1-ის პირველ ტურში ლორიენთან არ ითამაშებს
თარიღი 11 აგვ 2023, 15:45
"პსჟ:-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი კილიან მბაპე ლიგა 1-ის პირველ ტურში "ლორიენთან" არ ითამაშებს. 

"მბაპე ლორიენთან არ ითამაშებს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის პრობლემები ჩემს დანიშვნამდე დაიწყო. 

ვისურვებდი, რომ სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. იმედი მაქვს, მხარეები იპოვიან საუკეთესო გამოსავალს. “, - განაცხადა ენრიკემ პრესკონფერენციაზე.