თურქული კლუბი მზადაა მოსკოვის დინამოს საზონოვის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაუხდოს
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" მცველი საბა საზონოვი "ბეშიქთაშის" რადარზეა.
მოსკოვის "დინამოს" პირველ გუნდში საბა საზონოვმა 41 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
თურქული კლუბი მზადაა 21 წლის ფეხბურთელისთვის დაახლოებით 3 მილიონი ევრო შესთავაზოს.
ამასთან, საზონოვს მხოლოდ ტოპ-5 ჩემპიონატში გადასვლა სურს და მზადაა განიხილოს მხოლოდ ინგლისის, ესპანეთის, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის კლუბების შეთავაზებები. ამის შესახებ Sport24 იტყობინება.
მოსკოვის "დინამოს" პირველ გუნდში საბა საზონოვმა 41 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.