ავტორიზაცია

ოსიმენი ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

ოსიმენი ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
თარიღი 11 Aug 2023, 18:58
"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსიმენის მომსახურებით საუდის არაბეთის "ალ-ჰილალი" იყო დაინტერესებული, რომელიც მზად იყო ვარსკვლავური ფორვარდისთვის 200 მილიონი ევრო გადაეხადა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ნიგერიელის მოქმედი კონტრაქტი "ნაპოლისთან" 2025 წლის ზაფხულამდრა გათვლილი. 

გასულ სეზონში ოსიმენმა "ნაპოლის" შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.