"აქ ყოფნა ძალიან მახარებს", - კეინის პირველი კომენტარი ბაიერნში გადასვლის შემდეგ
ჰარი კეინი „ბაიერნში" გადასვლას გამოეხმაურა.
ინგლისელი ფორვარდი „ტოტენჰემში" „ბაიერნიდან" 100+20 მილიონ ევროდ გადავიდა.
„ძალიან მიხარია, რომ „ბაიერნის" ნაწილი გავხდი. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და სულ ვამბობდი, რომ უმაღლეს დონეზე მინდა თამაში და თავის წარმოჩენა.
ამ კლუბს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და აქ ყოფნა ძალიან მახარებს.", - აღნიშნა კეინმა.