ავტორიზაცია

3 მიზეზი, რამაც მბაპეს პსჟ-ში დარჩენა გადააწყვეტინა

3 მიზეზი, რამაც მბაპეს პსჟ-ში დარჩენა გადააწყვეტინა
თარიღი 13 აგვ 2023, 22:28
ცნობილი გახდა მიზეზები, თუ რატომ შეიცვალა კილიან მბაპემ აზრი და „პსჟ-სთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

აქამდე, ფეხბურთელმა ორჯერ გაუგზავნა კლუბს იურიდიულად დამოწმებული წერილი, რომელშიც ამბობდა, რომ 2025-მდე დარჩენა არც კი განიხილებოდა, თუმცა ბოლო 24 საათში გავრცელებული მოვლენებით მტკიცდება, რომ სიტუცია შეიცვალა.

პირველი, რამაც მბაპეს აზრი შეუცვალა, არის ნეიმარის წასვლა - ფრანგი ამას ჯერ კიდევ გასულ წელს ითხოვდა და ხაზს უსვამდა, რომ ერთდროულად ისიც და ბრაზილიელის ერთ გუნდში ვერ აეწყობოდნენ.

მეორე - გუნდში უსმან დემბელეს მოსვლაა, რომელიც მბაპეს მეგობარია და კილიანს მასთან ერთად მოედანზე თამაში ძალიან სურს.

მესამე კი ზოგადად კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაა - უფრო მეტი ფრანგულენოვანი ფეხბურთელის მოსვლა და სწორი ტრანსფერები, მბაპეს აზრით, კლუბი სწორი მიმართულებით მიდის.