ავტორიზაცია

ნეიმარი უახლოეს საათებში ალ-ჰილალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ნეიმარი უახლოეს საათებში ალ-ჰილალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის
თარიღი 14 Aug 2023, 13:54
"პსჟ"-ს თავდამსხმელი ნეიმარი კარიერას "ალ-ჰილალში" გააგრძელებს. ამის შესახებ Foot Mercato იტყობინება.

წყაროს ცნობით, უკვე დღეს, 14 აგვისტოს, ბრაზილიელი ფეხბურთელი საუდის არაბეთის კლუბში ტრანსფერის დასასრულებლად სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ალ-ჰილალი" ნეიმარის ტრანსფერში დაახლოებით 90 მილიონ ევროს გადაიხდის.

გასულ სეზონში 31 წლის თავდამსხმელმა "პსჟ"-ს მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.