ავტორიზაცია

ოფიციალურად: კეპა არისაბალაგა მადრიდის რეალის ფეხბურთელია

ოფიციალურად: კეპა არისაბალაგა მადრიდის რეალის ფეხბურთელია
თარიღი 14 აგვ 2023, 13:58
"ჩელსის" მეკარე კეპა არიზაბალაგა კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 28 წლის ფეხბურთელი მადრიდის "რეალს" იჯარით შეუერთდა.

როგორც "სამეფო კლუბის" ოფიციალური საიტი იტყობინება, მხარეებმა გააფორმეს საიჯარო შრომითი ხელშეკრულება, რომელიც გათვლილია 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდე. 

გასულ სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში მეკარემ 29 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 33 გოლი გაუშვა.