ავტორიზაცია

ოფიციალურად: ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ბეშიქთაშის ფეხბურთელია

ოფიციალურად: ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ბეშიქთაშის ფეხბურთელია
თარიღი 14 აგვ 2023, 14:14
ინგლისელი ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი "ბეშიქთაშის" რიგებს შეუერთდა, ამის შესახებ თურქული კლუბის პრესსამსახური იტყობინება.

ჩემბერლენი "ბეშიქთაშს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

2012 წელს ინგლისის ნაკრებში მისი დებიუტი შედგა და მას შემდეგ ნაკრებში 35 მატჩი ჩაატარა.