ავტორიზაცია

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: კილიან მბაპეს აზრი არ შეუცვლია, მას კონტრაქტის გახანგრძლივება კვლავაც არ სურს - L'Equipe

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: კილიან მბაპეს აზრი არ შეუცვლია, მას კონტრაქტის გახანგრძლივება კვლავაც არ სურს - L'Equipe
თარიღი 14 აგვ 2023, 22:12
ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, კილიან მბაპეს საკუთარ მომავალზე აზრი არ შეუცვლია.

იმის გამო, რომ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობდა, „პსჟ-მ“ ის ძირითად გუნდს მოკვეთა, გუშინ კი მბაპე საერთო ჯგუფში ვარჯიშს დაუბრუნდა და ბევრმა ჩათვალა, რომ მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.

L’Equipe-ს ინფორმაციით, აშკარაა, რომ მბაპემ ვარჯიშზე დასაბრუნებლად „პსჟ-სთვის“ რაღაც გაიღო, თუმცა კონტრაქტის გახანგრძლივება მას კვლავაც არ სურს და ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების დროს, მხარეებს ამ საკითხზე საერთოდ არ ულაპარაკიათ.

არ არის გამორიცხული, მბაპემ ერთგულების ბონუსების აღებაზე უარი თქვას და „პსჟ“ გაისად მაინც უფასოდ დატოვოს, ეს კლუბს ნაკლებ ფინანსურ ზიანს მიაყენებს, ვიდრე თავდაპირველად.

თუ ამ ზაფხულს მბაპე „პსჟ-ში“ დარჩა, კლუბი სეზონის განმავლობაში მასთან ახალი კონტრაქტის გახანგრძლივებას ბოლომდე ეცდება, თუმცა კილიანს მათთვის არანაირი გარანტია არ მიუცია.