ავტორიზაცია

"ნეიმარის დაბრუნება ბარსელონაში ხავიმ დაბლოკა", - ფაბრიციო რომანო

"ნეიმარის დაბრუნება ბარსელონაში ხავიმ დაბლოკა", - ფაბრიციო რომანო
თარიღი 14 აგვ 2023, 23:59
ფაბრიციო რომანოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ გამოვიდა ნეიმარის დაბრუნება „ბარსელონაში“.

ლაპორტას, მატეუ ალემანის, დეკუს, იუსტეს და „ბარსელონას“ ხელმძღვანელობის პრაქტიკულად ყველა წევრს გუნდში ნეიმარის დაბრუნება სურდა.

თუმცა, პრობლემა ხავიმ წარმოქმნა, რომელსაც საკუთარ გუნდში ბრაზილიელი შემტევის ხილვა არ სურდა, მას ნეიმართან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს.

მეტიც, ხავი ნეიმარის ტრანსფერს იმდენად ეწინააღმდეგებოდა, რომ ბრაზილიელმა თავის გარემოცვას უთხრა, სანამ ის „ბარსას“ მწვრთნელია, მე ამ გუნდში ვერ დავბრუნდებიო.