ნეიმარი დარწმუნებულია, რომ პსჟ-მ მისი წასვლა მბაპეს გამო დააჩქარა
„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელი შემტევი ნეიმარ ჯუნიორი კარიერას საუდის არაბეთის „ალ ჰილალში“ გააგრძელებს.
როგორც ფრანგული L’Equipe იტყობინება, ბრაზილიელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ „პსჟ-მ“ მისი წასვლა კილიან მბაპესთან სიტუაციის მოსაწესრიგებლად და ფრანგის გულის მოსალბობად დააჩქარა.
გასულ წელს, „პსჟ-სთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებისას, მბაპემ პარიზელებს გასაგებად უთხრა, რომ ის და ნეიმარი ერთ გუნდში ვეღარ ითამაშებდნენ, თუმცა იმ ზაფხულსვე ბრაზილიელის გაყიდვა ვერ მოხერხდა.