ავტორიზაცია

ჩელსის ორი თავდამსხმელის შეძენა სურს

ჩელსის ორი თავდამსხმელის შეძენა სურს
თარიღი 15 აგვ 2023, 14:58
"ჩელსი" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე მინიმუმ სამი მოთამაშის შეძენას გეგმავს, ამ სიაში არ შედჯს დაცვით ნახევარმცველი რომეო ლავია, რომელიც ახლოსაა "საუთჰემპტონიდან" "სტემფორდ ბრიჯზე" გადასვლასთან.

The Athletic-ის ცნობით, "ჩელსი" ახლა ეძებს ახალ მეკარეს, რომელიც კეპა არიზაბალაგას შეცვლის, რომელიც მადრიდის "რეალში" იჯარით წავიდა. 

"არისტოკრატებს" ორი შემტევი მოთამაშის ყიდვაც სურთ. ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, მაიკლ ოლისე იქნება "კრისტალ პალასიდან". "ჩელსი" ასევე ცდილობს ახალი თავდამსხმელის შეძენას კრისტოფერ ნკუნკუს შემცვლელად, რომელიც ტრავმის გამო, სავარაუდოდ, დეკემბრამდე არ ითამაშებს.