ორტეგა ბაიერნში გადასასვლელად მზადაა
მანჩესტერ "სიტის" მეკარე სტეფან ორტეგა მიუნხენის "ბაიერნში" გადასასვლელად მზადაა.
ჟურნალისტ მარტინ ვოლკმარის თქმით, გერმანელს იზიდავს "ბაიერნის" პირველ გუნდში თამაშის პერსპექტივა.
მანჩესტერ "სიტი" ამ დრომდე ბლოკავს ტრანსფერს, რადგან მანამდე მეორე მეკარის პოვნა სურს.
"ბაიერნი" კი ოპტიმისტურად არის განწყობილი გარიგების მიმართ და დარწმუნებულია, რომ შეუძლია ორტეგას შეძენა.