ავტორიზაცია

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: კევინ დე ბრუინმა ბარნლისთან მიღებული ტრავმის შემდეგ, შესაძლოა რამდენიმე თვით იუქმოს

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: კევინ დე ბრუინმა  ბარნლისთან მიღებული ტრავმის შემდეგ, შესაძლოა რამდენიმე თვით იუქმოს
თარიღი 15 Aug 2023, 18:36
მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველს, კევინ დე ბრუინს, ტრავმის გამო შესაძლოა ოპერაცია გაუკეთდეს. ამის შესახებ Nieuwsblad-ი იტყობინება. 

თუ ოპერაციაზე გადაწყვეტილება საბოლოო იქნება, 32 წლის დე ბრუინი რამდენიმე თვით იუქმებს. 

ამის შესახებ ინფორმაცია "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამაც დაადასტურა.

"კევინ დე ბრუინის ტრავმა სერიოზულია. ის რამდენიმე თვით იუქმებს.

მომდევნო დღეებში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ოპერაციის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ კევინს გარკვეული დროით დავკარგავთ". ",- თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა ბარძაყის ტრავმა ინგლისის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში "ბარნლისთან" მიიღო.