დომინიკო ბერარდიმ იუვენტუსთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
იტალიიის ნაკრებისა და "სასუოლოს" თავდამსხმელი დომენიკო ბერარდი ტურინის "იუვენტუსის" სატრანსფერო სამიზნეა. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა მზადაა ფეხბურთელის ტრანსფერზე 20 მილიონი ევრო შესთავაზოს, პლუს ოთხი მილიონი ბონუსად.
"იუვენტუს" ბერარდისთან პირადი შრომითი ხელშეკრულების პირობებზე უკვე შეთანხმდა. დომენიკოს შეუძლია "ბებერ ქალბატონთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმოს სამი მილიონი ევროს წლიური ანაზღაურებით.
29 წლის თავდამსხმელმა სერია A-ში გასულ სეზონში 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.