ავტორიზაცია

გამოიძახებენ თუ არა ნაკრებში ნეიმარს, საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ? დროებითმა მწვრთნელმა გადაწყვეტილება მიიღო

გამოიძახებენ თუ არა ნაკრებში ნეიმარს, საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ? დროებითმა მწვრთნელმა გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 17 აგვ 2023, 23:39
საუდის არაბეთში გადასვლის მიუხედავად, ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში კვლავ გამოიძახებენ.

Globo Esporte-ს ინფორმაციით, ნაკრების დროებითი მწვრთნელი ფერნანდო დინისი ნეიმარს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მიიჩნევს, ვინისიუსთან, მარკინიოსთან და ბრუნო გიმარაეშთან ერთად.

ნეიმარი და მარკინიოსი ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები არიან და გუნდის უფრო ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის საზომის როლს შეასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ალ ჰილალში“ „პსჟ-დან“ 15 აგვისტოს, 90 მილიონ ევროდ გადავიდა.