შეთანხმება შედგა: გაბრი ვეიგა კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს

იტალიურმა "ნაპოლიმ" ესპანეთის "სელტადან" ნიჭიერი ნახევარმცველი გაბრი ვეიგას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, "პარტენოპეი" 21 წლის ნახევარმცველში 36 მილიონ ევროს გადაიხდის - ეს ოდნავ ნაკლებია ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხაზე, რომელიც 40 მილიონს შეადგენდა.
წყაროს ცნობით, "ნაპოლი" ჯერ 30 მილიონ ევროს გადაიხდის, ესპანურ გუნდს დარჩენილი 6 მილიონის მიღება ბონუსების სახით შეეძლება.
წყაროს ცნობით, "ნაპოლი" ჯერ 30 მილიონ ევროს გადაიხდის, ესპანურ გუნდს დარჩენილი 6 მილიონის მიღება ბონუსების სახით შეეძლება.
აღნიშნილია, რომ ნეაპოლურ გუნდში ვეიგას სამედიცინო შემოწმება უკვე ჩაინიშნა.