ვერატის ტრანსფერით ორი ევროპული ტოპ კლუბი ინტერესდება
"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ შესაძლოა კარიერა მანჩესტერ "იუნაიტედში" ან "ბაიერნში" გააგრძელოს.
იტალიელი ფეხბურთელი სეზონის სტარტზე პარიზელთა რიგებში არ თამაშობს, რადგან კლუბიდან წასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.
იტალიელი ფეხბურთელი სეზონის სტარტზე პარიზელთა რიგებში არ თამაშობს, რადგან კლუბიდან წასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.
30 წლის ფეხბურთელის მთავარ პრეტენდენტად "ალ-აჰლი" რჩება, რომელიც ტრანსფერის დასრულებას უახლოეს მომავალში გეგმავს, თუმცა ნახევარმცველის მიმართ ინტერესს ევროპული გრანდებიც იჩენენ.
L'Equipe-ის ცნობით, ბოლო დღეებში მიუნხენის "ბაიერნმა" და მანჩესტერ "იუნაიტედმა" ვერატის შეძენაზე მუშაობა დაიწყეს.