მესიმ ინტერ მაიამისთან ერთად პირველი ტიტული მოიგო

ლიონელ მესიმ "ინტერ მაიამისთან" ერთად პირველი ტიტული მოიგო.
MLS-ის კლუბი ლიგის თასის გამარჯვებული გახდა, რომელმაც ფინალში "ნეშვილი" პენალტების სერიაში დაამარცხა (1:1, - 10:9).
36 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა როგორც თამაშიდან, ასევე მატჩისშემდგომ პენალტების სერიაშიც გაიტანა.

ეს ტიტული მესისთვის პირველი იყო შეერთებულ შტატებში. კარიერაში კი - 44-ე.
"ბარსელონას" შემადგენლობაში მესიმ 10-ჯერ მოიგო ლა ლიგა, ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 8-ჯერ მოიგო ესპანეთის სუპერთასი, 7-ჯერ ესპანეთის თასი, ასევე სამჯერ მოიგო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი.
"პსჟ"-ს შემადგენლობაში მან 2-ჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და ერთხელ ქვეყნის სუპერთასი.
არგენტინის ნაკრებთან ერთად ლეომ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, კოპა ამერიკის თასი, ოლიმპიადა, მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი და ასევე ფინალისიმა მოიგო.