დესტი იჯარის წესით პსვ-ში ითამაშებს

"ბარსელონას" მცველი სერჯინო დესტი 2023/24 წლების სეზონში იჯარით "პსვ"-ში ითამაშებს, ამის შესახებ ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდულ კლუბს გამოსყიდვის ვარიანტი ექნება, რაც ათი მილიონი ევროს შეადგენს. ასევე აღნიშნულია, რომ "ბარსელონა" ფეხბურთელს ხელფასის 50%-ს გადაუხდის.
შეგახსენებთ, რომ დესტმა გასული სეზონის პირველი ნახევარი იჯარით "მილანში" გაატარა.