მილანი არგენტინელი მცველის შეძენასთან ახლოსაა
"მილანი" ახლოსაა არგენტინელი მცველის მარკო პელეგრინოს შეძენასთან, რომლის უფლებებსაც "პლატენსე" ფლობს. ამის შესახებ ინსაიდერმა ნიკოლო სკირა იტყობინება.
ჟურნალისტის ინფორმაციით, "როსონერის" ხელმძღვანელობა 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში ხუთ მილიონ ევროს გადაიხდის.
ჟურნალისტის ინფორმაციით, "როსონერის" ხელმძღვანელობა 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში ხუთ მილიონ ევროს გადაიხდის.
მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი. დღეს, 22 აგვისტოს, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს.