"ფეიკ ნიუსი", - მეისონ გრინვუდს საუდის არაბეთშიც არ ელოდებიან
„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლის შემდეგ, მეისონ გრინვუდს არც საუდის არაბეთში ელოდებიან.
გუშინ The Sun წერდა, რომ ნახევარმცველი, რომელსაც შეყვარებულზე ძალადობაში ედებოდა ბრალი, „ალ იტიფაკში“ შეიძლება გადავიდეს, რომელსაც სათავეში სტივენ ჯერარდი უდგას.
ამ ინფორმაციას სტივი ჯი მალევე თავად, ინსტაგრამზე გამოეხმაურა და „ფეიკ ნიუსი“ უწოდა.
TalkSport-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობას საერთოდ არ სურს, რომ ადგილობრივმა კლუბებმა გრინვუდთან კონტრაქტი გააფორმონ, რადგან შიშობს, რომ ამან ტურნირის იმიჯს შესაძლოა ზიანი მიაყენოს.