ავტორიზაცია

ალ-არაბი ვერატის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზების გასაკეთებლად ემზადება

ალ-არაბი ვერატის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზების გასაკეთებლად ემზადება
თარიღი 23 აგვ 2023, 13:48
"პსჟ"-ს ნახევარმცველი მარკო ვერატი საუდის არაბეთიდან ახალი კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა. 

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, "ალ-არაბი" იტალიელისთვის რბოლაში ჩაერთო.

წყარო იუწყება, რომ გუნდი უახლოეს მომავალში ვერატის ტრანსფერზე პირველი შეთავაზების გასაკეთებლად ემზადება. 

თავად ვერატი მზად არის დატოვოს "პსჟ" და კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.