ავტორიზაცია

ინტერ მაიამიმ პენალტების სერიაში ცინცინატი დაამარცხა და აშშ-ის თასის ფინალში გავიდა

ინტერ მაიამიმ პენალტების სერიაში ცინცინატი დაამარცხა და აშშ-ის თასის ფინალში გავიდა
თარიღი 24 აგვ 2023, 06:23
ლიონელ მესის "ინტერ მაიამი" აშშ-ის თასის ფინალში გავიდა.

1/2 ფინალურ ეტაპზე, "ინტერ მაიამიმ" "ცინცინატი" პენალტების სერიაში დაამარცხა (3:3, - 5:4). 

U.S. Open Cup-ი ყოველწლიურად იმართება. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დარეგისტრირებულ ყველა გუნდს, როგორც პროფესიონალს, ასევე სამოყვარულოს. 

ტურნირის გამარჯვებული იღებს უფლებას მონაწილეობა მიიღოს CONCACAF-ის ჩემპიონთა თასში. 

ტურნირის ფინალში "ინტერ მაიამი" "ჰიუსტონ დინამოსა" და "რეალ სოლტ ლეიკის" წყვილში უკეთესს შეხვდება.
temo
ტოპ კომენტარი
0
24 აგვ 2023, 17:16
პირველი საგოლე სად არის, ეგ მეორეა.