ავტორიზაცია

მოჰამედ სალაჰმა ალ-იტიჰადთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

მოჰამედ სალაჰმა ალ-იტიჰადთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
თარიღი 24 აგვ 2023, 19:00
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი შესაძლოა "ლივერპულიდან" "ალ-იტიჰადში" გადავიდეს. 

Al-Riyadiah-ის ცნობით, თავდაპირველად "ლივერპულმა" გარემარბის გაყიდვა გამორიცხა, მაგრამ მიმზიდველი პირობების გამო, მათ მაინც გადაწყვიტეს შესაძლო ტრანსფერი განეხილათ.

SportsZone-ის ინფორმაციით, 31 წლის ეგვიპტელმა საუდის არაბეთის კლუბთან 240 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი შეთანხმა, რომელიც სამ წელზე იქნება გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები კლუბებს შორის რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სალაჰი არ აიძულებს კლუბს გაყიდოს და მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომელსაც "ლივერპული" მიიღებს.