ავტორიზაცია

BREAKING: მიქაუტაძის თაობაზე თითქმის 20 მილიონიანი შეთავაზება გაკეთდა - ქართველი ფორვარდის შესაძენად ორი გუნდი იბრძვის

BREAKING: მიქაუტაძის თაობაზე თითქმის 20 მილიონიანი შეთავაზება გაკეთდა - ქართველი ფორვარდის შესაძენად ორი გუნდი იბრძვის
თარიღი 26 აგვ 2023, 03:41
საქართველოს ნაკრების და "მეცის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

Le10Sport-ის ინფორმაციით, "მეცის" ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის დასახურად "ლიონი" და "რენი" აქტიურად იბრძვიან.

წყაროს ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ ბრედლი ბარკოლა უდიდესი ალბათობით კარიერას "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელებს, "ლიონი" მის შეცვლას სწორედ ქართველით  აპირებს.

მეტიც როგორც გამოცემა იტყობინება, "ლიონმა" უკვე შეთავაზებაც გააკეთა, რომელიც "მეცის" მიერ მოთხოვნილ 20 მილიონ ევეოსთან ახლოსაა.

Le10Sport-ს ცნობით, "რენმაც" მიიღო ზომები მსგავსი შეთავაზების წარდგენისთვის. კლუბში მიქაუტაძეს დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშედ აღითქვამენ და ეს შეთავაზება გამოხატავს ძლიერ ინტერესს. 

ამ ეტაპზე უცნობია დათანხმება თუ არა "მეცი" რომელიმე გუნდის შეთავაზებას, რომელიც მიქაუტაძის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. ასევე, გასარკვევია არჩევანის შემთხვევაში რომელ გუბდს აირჩევს ქართველი თავდამსხმელი.