BREAKING: ფიფამ ლუის რუბიალესს ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალა
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა თანამდებობას 3 თვით ჩამოაშორა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ინგლისი 1:0 დაამარცხა.
სკანდალური ფაქტი დაჯილდოების ცერემონიალზე მოხდა, სადაც რუბიალესმა ნაკრების ფეხბურთელ ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა.
ამ ფაქტის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა არაერთმა ორგანიზაციამ თუ პირმა მოითხოვა. მათ შორის იყო ბორხა იგლესიასი, რომელმაც პროტესტის ნიშნად ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუბიალესმა გამოაცხადა, რომ თანამდებობიდან არ გადადგებოდა.