ავტორიზაცია

ხავი: "ის სიგიჟე, რაც მოხდა - ჩვენი ბრალია"

ხავი: "ის სიგიჟე, რაც მოხდა - ჩვენი ბრალია"
თარიღი 28 Aug 2023, 00:35
ხავი ერნანდესმა „ბარსელონას“ „ვილიარეალთან“ მოპოვებული გამარჯვება (4:3) შეაფასა.

„ის სიგიჟე, რაც მოხდა - ჩვენი ბრალია. ვდომინირებდით, „ვილიარეალს“ კარგი პირველი 10 წუთი ჰქონდა, შემდეგ კი თამაში ჩვენ წავიყვანეთ და 2:0 გავხადეთ ანგარიში. ამის მერე, უამრავი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ.

2:3-ს შემდეგ გუნდი კარგად ათამაშდა, ყველაფერი გავიღეთ საიმისოდ, რომ კიდევ ორი გოლი გაგვეტანა, შეტევაში კარგი მატჩი გამოვიდა, დაცვაში კი უამრავი შეცდომა დავუშვით.

ლამინ იამალი? დიდებული მატჩი ჩაატარა, უამრავი მომენტი შექმნა, მას ჩვენთვის ბევრის მოცემა შეუძლია, რადგან ჯერ მხოლოდ 16 წლის არის.“, - აღნიშნა ესპანელმა.