ავტორიზაცია

როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს სეზონის პირველ მატჩში?

როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს სეზონის პირველ მატჩში?
თარიღი 28 Aug 2023, 01:07
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს სეზონი ჯოვანი დი ლორენცოზე გაკეთებული ეფექტური საგოლე პასით გახსნა.

ქართველმა ვარსკვლავმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშს 61-ე წუთზე ჩაერთო.

ნათამაშებ ნახევარ საათში ხვიჩამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და SofaScore-სგან 7.4 რეიტინგიც დაიმსახურა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი გამოცემამ კაპიტანი დი ლორენცო დაასახელა 8.5 შეფასებით. გოლის ავტორი ვიქტორ ოსიმენი 7.8 შეფასებას დასჯერდა.

ყველაზე სუსტი შეფასება კი ჯაკომო რასპადორის ერგო, რომელმაც პენალტი გააცუდა - 6.8