საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა
იაპინიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეორე ტურში სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88 დამარცხდა.
პირველი მეოთხედი ზუროსის გუნდმა ცუდად დაიწყო და ერთ მომენტში 12:2-ს აგებდა, თუმცა მწოთხედის მეორე ნახევარში მობილიზება შეძლო და საბოლოოდ 17:16 მოიგო.
ამის შემდეგ ინიციატება სლოვენიის ნაკრებმა მოიპოვა და დანარჩენი სამი მეოთხედი უშანსოდ მოიგო.
სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, სანდრო მამუკელაშვილმა. 21 ქულა, 7 მოხსნა და ერთი პასი მიითვალა. კახა ჯინჭარაძემ 13 ქულა ჩააგდო, ხოლო გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 9 ქულას მოუყარა თავი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.